X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ზურაბ ალავიძე: საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი

3 მაისი 2017

,,საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი’’ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის” ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე  ,,მშენებლობა საქართველოში: ახალი მიდგომები და პერსპექტივები’’ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 
ზურაბ ალავიძის განცხადებით,  სამშენებლო სექტორი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია: ,,ბევრ ქვეყანაში სამშენებლო სექტორს ეკონომიკური ზრდის ფორმირებაში წამყვანი პოზიცია უკავია. ჩვენი სამშენებლო სექტორი დღეს რეალური გამოწვევების წინაშე დგას. გამომდინარე აქედან,  აქტიურად ვმუშაობთ ,,ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასთან” ერთად,  რომ ეს პრობლემები დროულად აღმოიფხვრას. ამ პროცესებში ყველა კომპანია ჩართულია.  საქართველოში გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი, ჩვენ უნდა დავხარჯოთ 10 მილიარდ ლარამდე უახლოესი სამი-ოთხი წლის განმავლობაში.  დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს თანხები ძირითადად  ქართველი მშენებლების მეშვეობით დაიხარჯება.  საჭიროა ამ ნიადაგის მომზადება საკანონმდებლო ბაზის მიმართულებითაც, მშენებლობა მხოლოდ ინჟინერია არ არის და აქ ფინანსური მენეჯმენტიც მნიშვნელოვანია’’ - განაცხადა მინისტრმა. 
კონფერენციის დასასრულს  ხელი მოეწერა მემორანდუმს, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა“ და ფრანგულ-ქართული საკონსულტაციო კომპანია -“Experto Consulting”-ს შორის.